ჩაკრები: 💎
1. მულადჰარა (ფუძის ჩაკრა) გადარჩენს ინსტიქტი საძირკველი.
ეს ჩაკრა არის ადამიანის ენერგეტიკული სისტემის ფუნდამენტი, რომელიც ხერხემლის ძირში მდებარეობს. მისი უპირველესი დანიშნულება პიროვნების ფიზიკური არსებობის და უსაფრთხოების გარანტირებაა. ის მართავს ჩვენს საბაზისო მოთხოვნილებებს: კვებას, თავშესაფარს და შთამომავლობის გაგრძელების ინსტინქტს და ა.შ
დესტრუქციული მდგომარეობა ანუ დაზიანებული მულადჰარა ადამიანის მუდმივი შფოთვის და ეგზისტენციალური შიშის ტყვედ აქცევს. ასეთ დროს პიროვნება კარგავს ბრძოლისუნარიანობას, საკუთარ თავს სამყაროს მსხვერპლად აღიქვამს და რეალობასთან გამკლავების რესურსი არ გააჩნია. ჩნდება შინაგანი გაურკვევლობა, რაც ხშირად შემთხვევაში ვლინდება შემდეგი სახით, უკიდურეს ეგოიზმში, სიხარბესა და მატერიალურ ნივთებზე გადამეტებულ დამოკიდებულებაში.
მას კავშირი აქვს დედამიწასთან,
ეს ჩაკრა არის ჩვენი ხიდი მიწასთან, საიდანაც ვიღებთ სასიცოცხლო ძალას. ამავდროულად ის წარმოადგენს სხეულის იმ ზონას, რომელიც პასუხისმგებელია როგორც ფიზიკური, ისე ენერგეტიკული ტოქსინების გამოყოფაზე.
ბლოკირების ნიშნები:
ქრონიკული გამოფიტვა და ენერგიის ნაკლებობა. სხვადასხვა ტიპის მავნე დამოკიდებულებები, პარალიზების მომტანი შიშები, მსხვერპლის ფსიქოლოგია, ნებისყოფის დეფიციტი, ბრაზისა და სიძულვილის აფეთქებები, აგრესია სიცოცხლის მიმართ, პიროვნული საზღვრების დაცვის უუნარობა, ფინანსური კოლაფსი, სხვისი კარნახით ცხოვრება, სოციალური იზოლაცია და მიზნების რეალიზების შეუძლებლობა. დისბალანსი ცხოვრებისეულ ყველა სფეროში.
2. სვადიშტანა (საკრალური ჩაკრა) სიამოვნების ენერგია.
ის მდებარეობს მუცლის ქვედა ნაწილში, ჭიპის სიახლოვეს. მისი მთავარი მისიაა ადამიანის სექსუალური პოტენციალის რეალიზება, ზოგადად შემოქმედებითობა და რეალიზება, თვითშეფასების სტაბილურობა და მიღწეული შედეგებით ტკბობის უნარი.
დესტრუქციული მდგომარეობა.
ენერგიის დისბალანსი ამ ცენტრში იწვევს ცხოვრების გემოს დაკარგვას. ადამიანი იძირება აპათიაში, დეპრესიულ განწყობებსა და სრულ გულგრილობაში. "არაფერი მაინტერესებს" და "არაფერი მჭირდება" ხდება წამყვანი ფრაზები. სექსუალური ენერგია ან სრულად ქრება, ან იღებს დამახინჯებულ, არაჯანსაღ ფორმებს, რაც საპირისპირო სქესთან ურთიერთობას აზრს, შინაარსს უკარგავს.
ბლოკირების ნიშნები:
თვითრწმენის დეფიციტი, სოციალური უხეშობა და ტაქტის ნაკლებობა, უკონტროლო ბრაზი და სიხარბე, ავადმყოფური ეჭვიანობა, ცინიკური და დამამცირებელი იუმორი, მესაკუთრეობის ინსტინქტი, სხვების ტოტალური კონტროლის მცდელობა, უნდობლობა სამყაროს მიმართ, ღალატისა და მოტყუების მუდმივი მოლოდინი, განწყობის მკვეთრი ცვალებადობა, სოციალური გაუცხოება, საკუთარი სისუსტის ჩვენების შიში, სხვადასხვა ტიპის ადიქციები (კვება, ალკოჰოლი, თამაშები და ა.შ.).
3. მანიპურა (მზის წნული) ნებისა და ძალაუფლების ცენტრი.
ეს ჩაკრა არის პიროვნული ძალის, თვითკონტროლისა და პოზიტიური მუხტის გენერატორი. მისი ამოცანაა ადამიანს შთააგონოს რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში და განამტკიცოს წარმატებისკენ სწრაფვა და ოპტიმიზმი.
ჯანსაღი მდგომარეობა:
ჰარმონიული მანიპურას დროს ადამიანს აქვს შინაგანი დასტური რომ უკეთ იცხოვროს. ის წარმატებულია ფინანსურ სფეროში, კარიერაში და მიზნებს მარტივად აღწევს.
დესტრუქციული მდგომარეობა ანუ
ბლოკი იწვევს ნებისყოფის პარალიზებას. კარიერა ინგრევა, ჩნდება აგრესია და ფინანსური დანაკარგები. ადამიანი თავს უღირსად მიიჩნევს და აქვს დაბალი თვითშეფასება, რაც შფოთვას აშლილობებს და დეპრესიას წარმოშობს.
ბლოკირების ნიშნები:
შურისმაძიებლობა და ბოღმა, შური სხვების მიმართ, გარშემომყოფებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მოუთმენლობა და მუდმივი გაღიზიანება, სტრესის მაღალი დონე, ამპარტავნება, სევდა და ცხოვრების აზრის ვერდანახვა, კონფლიქტურობა.
4. ანაჰატა (გულის ჩაკრა) სიყვარულის ცენტრი,
მდებარეობს მკერდის შუაგულში და წარმოადგენს თანაგრძნობისა და ემოციური სიწმინდის კერას. მისი მიზანია ასწავლოს ადამიანს გულით აღქმა, მადლიერების გამოხატვა და გარესამყაროსთან ჰარმონიული თანაარსებობა.
დესტრუქციული მდგომარეობა ანუ
ჩაკეტილი ანაჰატა ადამიანს მხოლოდ ცივი გონებით მაცხოვრებლად აქცევს. გულის კარი იხურება მაშინ, როცა პიროვნება საკუთარ თავს სიყვარულის გამოხატვას უკრძალავს (ხშირად ღალატის ან იმედგაცრუების გამო). "სიყვარული ტყუილია" ამ რწმენით ადამიანი სამყაროსგან გარიყული ხდება და უჭირს საკუთარი თავის და სხვების მიღება.
ბლოკირების ნიშნები:
ღრმა იმედგაცრუება, შინაგანი შიშები და დანაშაულის განცდა, სიამაყე და ამპარტავნება, თვალთმაქცობა, მუდმივი უკმაყოფილება, ლაპარაკის უნარის დაქვეითება, დეპრესიული მდგომარეობა, ხშირი ჩხუბი და კონფლიქტები.
5. ვიშუდჰა (ყელის ჩაკრა) თვითგამოხატვის ცენტრი
მდებარეობს ყელის არეში. ეს არის ადგილი, სადაც შენი შინაგანი სამყარო გარეგან რეალობას ხვდება სიტყვებისა და შემოქმედების მეშვეობით. მისი დანიშნულებაა ადამიანის ინდივიდუალური მისიის გაჟღერება და სიმართლის მსახურება.
დესტრუქციული მდგომარეობა
როდესაც ყელის ჩაკრა დაბლოკილია, ადამიანი კარგავს საკუთარ ხმას. ჩნდება შიში, რომ მისი აზრები უმნიშვნელოა ან სხვებისგან განსხვავებული. ასეთი პიროვნება ხშირად მალავს თავის ნიჭს, საუბრობს იმას, რასაც სხვები ელიან მისგან და არა იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობს. ეს იწვევს შინაგან გაუცხოებას და შემოქმედებით სტაგნაციას.
ბლოკირების ნიშნები:
საკუთარი აზრის გამოთქმის შიში, ტყუილი და სიმართლის დამახინჯება, ჭორაობა, სხვისი საუბრის შეწყვეტა, მუდმივი გაუგებრობა კომუნიკაციაში, შემოქმედებითი ბლოკი, ხშირი გაციება და ყელის ტკივილი, ნიჭის რეალიზების შეუძლებლობა, სოციალური შფოთვა, ავთენტურობის დაკარგვა.
6. აჯნა (მესამე თვალის ჩაკრა) ინტუიციის ცენტრი
მდებარეობს წარბებს შორის. ეს არის შინაგანი სიბრძნის, ნათელი ხედვისა და ინტუიციის ორგანო. მისი ამოცანაა დაგვანახოს საგნების არსი ილუზიების მიღმა და მოგვცეს ცხოვრების სტრატეგიული ხედვა.
დესტრუქციული მდგომარეობა
ამ ცენტრის დარღვევა იწვევს გონებრივ დაბნეულობას. ადამიანი ეყრდნობა მხოლოდ მშრალ ლოგიკას და ვერ ამჩნევს სამყაროს ნიშნებს. ჩნდება განცდა, რომ ცხოვრება ქაოსურია და მასში კანონზომიერება არ არსებობს. პიროვნება იჭედება დეტალებში და კარგავს მთლიან სურათს, რაც იწვევს არასწორ არჩევანს ცხოვრებისეულ გზაზე.
ბლოკირების ნიშნები:
მხედველობისა და მეხსიერების პრობლემები, მუდმივი თავის ტკივილი, კოშმარული სიზმრები, ინტუიციის სრული არქონა, ილუზიებში ცხოვრება, კონცენტრაციის შეუძლებლობა, გადამეტებული სკეპტიციზმი, რეალობის არაადეკვატური აღქმა, იდეების ნაკლებობა, გონებრივი გადაღლა.
✨ ეს სამი ჩაკრა წარმოადგენს ხიდს შენს მატერიალურ მოთხოვნილებებსა და უმაღლეს სულიერ ცნობიერებას შორის. მათი დაბალანსება გადამწყვეტია იმისთვის, რომ იყო არა მხოლოდ წარმატებული, არამედ ბედნიერი და თვითრეალიზებული ადამიანი.
7. საჰასრარა ( გვირგვინის ჩაკრა ) კოსმიური ერთიანობა
ეს არის უმაღლესი ენერგეტიკული ცენტრი, რომელიც ადამიანს ღვთაებრივ ენერგიასთან და კოსმიურ ორკესტრთან აერთიანებს. მისი ფუნქციაა გადაგვიყვანოს სიკვდილის შიშის მიღმა და დაგვანახოს სამყაროს მთლიანობა.
ჯანსაღი მდგომარეობა
განწმენდილი საჰასრარა ხსნის გზას კოსმიური სიყვარულისა და ტრანსცენდენტული სიბრძნისკენ. განმანათლებლობა და სამყაროსთან ერთიანობა, ადამიანს ღვთაებრივი გეგმის ნაწილად აქცევს.
განბლოკვის სირთულე
ამ ცენტრის გახსნა მოითხოვს მიწიერი მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლებას. ადამიანმა უნდა ისწავლოს საყვარელი ადამიანებისთვის თავისუფლების მიცემა და უარი თქვას მატერიალურ სამყაროზე დამოკიდებულებაზე (სახლი, კარიერა, ნივთები, საკვები). მხოლოდ მიჯაჭვულობების გათავისუფლებით მიიღწევა სამყაროსთან ნამდვილი კავშირი. (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ადამიანმა უარი უნდა თქვას მიწიერ სიამოვნებებზე, ბალანსი მნიშვნელოვანია).
ამ ენერგიის გარეშე ადამიანი თავს აბსოლუტურად მარტოსულად და დაკარგულად გრძნობს, რაც სამყაროს მიმართ უნდობლობას იწვევს.
ბლოკირების ნიშნები:
გონებრივი ჩამორჩენილობა, სიჯიუტე, ზედმეტი ფანატიკური ღვთისმოსაობა, პარალიზების მომტანი შიშები, ფსიქოზური მდგომარეობები, ღრმა დეპრესია, სხვადასხვა ფობიები, აშლილობები და ა.შ.
მაია მომცემლიძე (მომცელიძე)
ზოგადი